საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

05.02.2018 - . კიევი. საქართველოს საგანგებო  და სრულუფლებიანი  ელჩი უკრაინაში, გელა დუმბაძე  უკრაინის შინაგან  საქმეთა მინისტრს არსენ ავაკოვს შეხვდა

უკრაინის შინაგან  საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უკრაინასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად განხილულ იქნა უკრაინასა და საქართველოს შორის მართვის მოწმობების ორმხრივი აღიარებისა და გაცვლის საკითხი.

შეხვედრის დასასრულს გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინულ მხარეს, 2017 წლის აგვისტოში, საქართველოში განვითარებული სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინის მხრიდან გაწეული დახმარებისთვის.