საქართველოს ელჩი უკრაინის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

23.02.2018 .კიევი - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემმონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებში.

გელა დუმბაძემ,  წამყვანი ანალიტიკური ცენტრების  და ინსტიტუტების 20-მდე წარმომადგენელთან გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
 
ღონისძიებაზე განხილული იქნა საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და გაიმართა მსჯელობა  აღნიშნულ პროცესებში ანალიტიკური ცენტრების მნიშვნელოვანი როლის შესახებ.
 
საქართველოს ელჩმა ასევე  წაიკითხა ლექცია კიევის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტში. ლექციაზე გელა დუმბაძემ ისაუბრა საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ინსტიტუტის რექტორმა ელენა იაკოვლევამ, რომელმაც მოუწოდა სტუდენტებს,  აუცილებლად ეწვიონ საქართველოს და თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
 
აღსანიშნავია რომ წელს საქართველო და უკრაინა დიპლომატიური ურთიერობების დამყარების 100 წლისთავის აღნიშნავენ.