საქართველოს ელჩი უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს შეხვდა

15.10.2019 უკრაინა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებული საერთო გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, ევროკავშირთან და NATO-სთან თანამშრომლობის ფორმები. ასევე ისაუბრეს ახალი ერთობლივი პროექტების იმპლემენტაციის საკითხებზე.