საქართველოს ელჩი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა


21.01.2019 უნგრეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის თავდაცვის მინისტრთან ტიბორ ბენკოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს აქტიური თანამშრომლობისა და  როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ფორმატებში საქართველოს მხარდაჭერისათვის.  უნგრეთის მხარემ კვლავ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ასევე, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.