საქართველოს ელჩი ვანუატუს რესპუბლიკას ეწვია

9.10.2018 ვანუატუს რესპუბლიკა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი დოლიძე ( რეზიდენციით ქ. კანბერაში)  ოფიციალური ვიზიტით ვანუატუს რესპუბლიკას ეწვია.
 
 ვიზიტის ფარგლებში, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ვანუატუს რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, მის აღმატებულება ესმონ საიმონს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ქ. პორტ ვილაში, სახელმწიფო მეთაურის რეზიდენციაში გაიმართა.
 
 საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ვანუატუს მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც პროგრესულად ვითარდება.
 
თავის მხრივ, ესმონ საიმონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში ვანუატუს მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაში.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი შეხვედრებს გამართავს ვანუატუს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქ. პორტ ვილაში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

  
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.