საქართველოს ელჩი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა

 
18.02.2019 ბრაზილია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია შეხვდა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის,  ხუან გუაიდოს მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელ, მარია ტერეზა ბელანდრიას.
 
შეხვედრაზე ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო რომელმაც  ხუან გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების და თავისუფლების მხარდაჭერისათვის.
 
საუბრისას ასევე გამოითქვა იმედი, რომ ვენესუელა ახლო მომავალში დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საქართველოსა და ვენესუელას შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენა, საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით.
 
საუბრის დასასრულს გამოითქვა მზაობა ვენესუელის გარდამავალი პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ქართული მხარის ინტენსიური კომუნიკაციების გაგრძელებისათვის.
 
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.