საქართველოს ელჩი ვიტენბერგის მერს შეხვდა

30.08.2019 გერმანია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი ვიტენბერგის მერს ტორსტენ ცუგეჰიორს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ვიტენბერგსა და ქართულ ქალაქებს შორის პარტნიორობის საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე.

შეხვედრა ასევე გაიმართა განახლებადი ენერგიის სფეროში მოღვაწე მსხვილ კომპანის “Tesvolt" წარმომადგენლებთან,  რომელიც დღეს მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა და სპეციალიზებულია მზის და ქარის ენერგიის სისტემებისთვის ენერგიის შესანახი ბატარეების წარმოებაზე. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორში არსებული შესაძლებლობები და კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.