საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის ვიზიტი მალდივის რესპუბლიკაში

5.08.2019 მალდივის რესპუბლიკა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით მალდივის რესპუბლიკის დედაქალაქ მალეს ეწვია.
 
ვიზიტის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრები მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან აბდულა შაჰიდთან, კომუნიკაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრთან მოჰამედ მალიჰ ჯამალთან, ტურიზმის სახელმწიფო მინისტრთან,  აჰმედ სოლიჰთან და ტურიზმის სამინისტროს მუდმივ მდივანთან აიშათ სუზან ჰანიფთან.

შეხვედრებზე მხარეებს შორის განხილულ იქნა საქართველოსა და მალდივებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაფართოების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ტურიზმის  სფეროში.

ვიზიტის დროს, გაიმართა მალდივის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის საზეიმო ცერემონია და მისდამი მიძღვნილი ოფიციალური მიღება, რომელსაც უმასპინძლეს საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა და მალდივის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულმა საპატიო კონსულმა აბდულ მაჯიდმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები.