საქართველოს ელჩის შეხვედრა მოლდოვას თავდაცვის მინისტრთან

 
16.02.2018 ქ. კიშინეუ მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მერაბ ანთაძის შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ეუჯენ სტურზასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხედრო სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მათი განვითარების პერსპექტივები.

მოლდოვას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით და საქართველოს ნაყოფიერი გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას წინაშე არსებულ საერთო საფრთხეებს  და იმ პრობლემებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ქმნის აღნიშნული ქვეყნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შეხვედრაზე,ასევე  განხილულ იქნა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

მხარეებმა  ისაუბრეს  საქართველოს,  მოლდოვასა  და  უკრაინის   მიერ   ინიცირებული მაღალი დონის საპარლამენტო კონფერენციის შესახებ - „აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების   მიმდინარე   პრობლემები“,  რომელიც  2018 წლის  2   მარტს   კიშინეუში გაიმართება.