საქართველოს ელჩის ვიზიტი სვაზილენდის სამეფოში

17.05.2018 ქ.მბაბანე - სვაზილენდის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით . პრეტორია) ბექა დვალი სამუშაო ვიზიტით პირველად  ეწვია სვაზილენდის სამეფოს დედაქალაქ მბაბანეს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სვაზილენდის სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან.შეხვედრისას, ორივე მხრიდან დაფიქსირდა სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და სვაზილენდს შორის ურთიერთობების განვითარების მზადყოფნა.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის 2016 წლის მაისში დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები ეფუძნება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს.