საქართველოს ელჩმა არგენტინის რესპუბლიკაში შეხვედრა გამართა სენატის თავმჯდომარესთან

9.04.2018 არგენტინა -  არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის სენატის თავმჯდომარესთან, ფედერიკო პინედოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, მიმდინარე წელს საქართველოს მიერ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარეობისას არგენტინასთან თანამშრომლობა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველო-არგენტინის თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ორი ქვეყნის ურთიერთობებს საპარლამენტო დონეზე.