საქართველოს ელჩმა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

15.02.2018 არგენტინა -  არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ხორხე ფორის.

ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და არგენტინას  შორის არსებულ მჭიდრო  პოლიტიკურ ურთიერთობებზე. ასევე, ხაზი გაუსვეს ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალის არსებობას. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონების თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს.