საქართველოს ელჩმა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

12.01.2018 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს ვლადიმერ მაკეის რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის მაღალ დონეზე დიალოგის გააქტიურებაზე.

ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მიღწეულ შეთანხმებებსა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ერთობლივი ღონისძიებებზე.