საქართველოს ელჩმა ბრაზილიის სავაჭრო და ბიზნეს პალატების ასოციაციების კონფედერაციის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა

30.04.2019 ბრაზილია-ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია შეხვდა ბრაზილიის სავაჭრო და ბიზნეს პალატების ასოციაციების კონფედერაციის პრეზიდენტს, ჟორჟი ტეიშეირა პინეირუს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ბრაზილიის სავაჭრო სამრეწველო პალატებსა და ბიზნეს გაერთიანებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის სავაჭრო მისიების გაცვლითი ვიზიტებისა და ასევე ერთობლივი ბიზნეს კონფერენციების ორგანიზების შესაძლებლობებზეც.
 
ბრაზილიის სავაჭრო და ბიზნეს პალატების ასოციაციების კონფედერაცია (CACB - Confederação das Associações Comerciais e Empresariais do Brasil) ბრაზილიის მასშტაბით წარმოადენს უმსხვილეს პროფილურ ორგანიზაცის.