საქართველოს ელჩმა ბულგარეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

22.01.2019 ბულგარეთი -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში, თამარ ლილუაშვილმა, ბულგარეთის პრეზიდენტს რუმენ რადევს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
 
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა პრეზიდენტთან.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.  ბულგართის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  სრული მხარდაჭერა. მან ასევე აღნიშნა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები.

შეხვედრის დასასრულს, ბულგარეთის პრეზიდენტმა წარმატება უსურვა საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში.