საქართველოს ელჩმა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

30.11.2018 ბულგარეთი-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იური შტერკს.
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე,  მხარეებმა მომოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს წარმატებებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.  ასევე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალზე,  ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
 
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობას.
 
საქართველოს ელჩმა მადლობა გდაუხადა ბულგარეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.