საქართველოს ელჩმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

 
22.11.2019 -  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფაუსტინ არშანჟ ტუადერას.
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ურთიერთობების დამყარება ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას. 
 
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ტუადერამ ზურაბ დავლიშვილს მიულოცა ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს პირველ ელჩად დანიშვნა და წარმატებები უსურვა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში და მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარეს ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.
 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ფირმინ ნგრებადას და საგარეო საქმეთა მინისტრ სილვი ბაიპო ტემონს.
 
ზურაბ დვალიშვილი ასევე შეხვდა ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მომსახურე საქართველოს სამხედრო კონტინგენტის სრულ შემადგენლობას.