საქართველოს ელჩმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

 
01.10.2018 ჩეხეთი- დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაალ გოგსაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ლუკაშ კაუცკისთან.
 
შეხვედრის ფარგლებში,  ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ  დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

მინისტრის მოადგილემ საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.