საქართველოს ელჩმა ესპანეთის მეფეს, ფელიპე VI-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა

7.06.2018 ესპანეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში,  ილია გიორგაძემ  ესპანეთის მეფეს,ფელიპე VI-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა.  

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ესპანეთის მონარქს შორის. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განხილული იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

ცერემონიალის ფარგლებში,   სამეფო გვარდიის მუსიკალური ორკესტრის მიერ  შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.