საქართველოს ელჩმა ეთიოპიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

1.03.2018 ქ. ადის-აბება - ​საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ეთიოპიის პრეზიდენტს, მის აღმატებულება მულატუ ტეშომე ვირტუს.

მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობათა დამყარებას,  განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები, გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ სასარგებლო პოლიტიკურ–ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისა და ურთიერთ მხარდაჭერის თაობაზე.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეთიოპია–საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო სფეროების შესახებ, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმებზე და პერსპექტივებზე.
 
აღსანიშნავია, რომ მისი აღმატებულება მულატუ ტეშომე 2011-2013 წლებში, ქვეყნის პრეზიდენტად არჩევამდე, საქართველოში ეთიოპიის ელჩი იყო (რეზიდენციით ანკარა). ზურაბ დვალიშვილთან შეხვედრისას მან კმაყოფილებით გაიხსენა 2011 წელს თბილისში ვიზიტი.