საქართველოს ელჩმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს რწმუნებათა სიგელი გადასცა

30.01.2019 იტალია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძემ რწმუნებათა სიგელი გადასცა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს ჟოზე გრაციანო და სილვას.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, განხილული იქნა თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები.