საქართველოს ელჩმა გვატემალის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

5.09.2018 გვატემალა-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გვატემალის რესპუბლიკაში (რეზიდენციით . მეხიკოში), ზურაბ ერისთავმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა გვატემალის პრეზიდენტს, ჯიმი მორალესს.

სიგელების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ ზურაბ ერისთავმა შეხვედრა გამართა გვატემალის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და გვატემალას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.