საქართველოს ელჩმა ინდონეზიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

4.04.2018 ინდონეზია-ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ასაშვილმა ინდონეზიის პრეზიდენტს, ჯოკო ვიდოდოს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ელჩის  შეხვედრა ინდონეზიის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მხარეებმა საქართველოსა და ინდონეზიას შორის არსებულ მეგობრულ, მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრეს. ასევე,ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სექტორში მიღწეულ წარმატებებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს ინდონეზიაში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.