საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

30.11.2018 იორდანია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიაში, ზაზა კანდელაკმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს მის უდიდებულესობა აბდულა მეორეს.
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ, გაიმართა საქართველოს ელჩის და იორდანიის მეფის შეხვედრა.  შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურულ-ჰუმანიტარული განზომილებების შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე. გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ  უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. 
 
 
შეხვედრის დასასრულს, იორდანიის მეფემ წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს. თავის მხრივ , ზაზა კანდელაკმა აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩის რანგში,  ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.