საქართველოს ელჩმა სლოვენიის ეროვნული ასამბლეის წევრთან გამართა შეხვედრა

7.11.2019 სლოვენია - საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ შეხვედრა გამართა სლოვენიის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) წევრთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სლოვენიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან, მატეი ტონინთან, რომელმაც 14 ოქტომბრის ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

მან გენერალურ მდივანს მოუწოდა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაჩქარებისკენ. შეხვედრაზე, რომელმაც გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა, ელჩმა მადლობა გადაუხადა ბ-ნ მატეი ტონინს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ცალსახა მხარდაჭერისათვის.