საქართველოს ელჩმა იტალიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

 
22.01.2019 იტალია-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას რწმუნებათა სიგელები გადასცა.
 
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა ელჩის შეხვედრა პრეზიდენტთან. შეხვედრის ფარგლებში  განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, იტალიასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები და სამომავლო პერსპექტივები.
 
იტალიის პრეზიდენტმა წარმატება უსურვა საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში.