საქართველოს ელჩმა კატარის ემირის მოადგილეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

24.12.2017 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კატარის ემირის მოადგილეს, მის უმაღლესობას შეიხ აბდულა ბინ ჰამად ალ თანის.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ აუდიენციაზე ემირის მოადგილემ საქართველოს ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კატარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განიხილეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის ინვესტიციების, ტურიზმის და ვაჭრობის სფეროში.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ემირის სასახლეში გაიმართა.