საქართველოს ელჩმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

13.08.2018 კონგო - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია), კონგოს დედაქალაქ კინშასაში, რწმუნებათა სიგელი გადასცა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს ჯოზეფ კაბილა კაბანგას.

ცერემონიის დასრულებისას გაიმართა საქართველოს ელჩს და კონგოს პრეზიდენტს შორის ორმხრივი შეხვედრა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების და სხვადასხვა სფეროში პარტნიორული კავშირების განვითარების მზადყოფნას, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით.

აღსანიშნავია, რომ ეს არის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პირველი შემთხვევა.