საქართველოს ელჩმა ლაოსის დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

 
18.09.2018 ქ. ვიენტიანი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა (რეზიდენციით ქ. კუალა ლუმპურში) ნიკოლოზ აფხაზავამ რწმუნებათა სიგელები გადასცა ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბუნიანგ ვორაჩიტს.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა,რომლის ფარგლებშიც  მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიულოცა ნიკოლოზ აფხაზავას ლაოსში საქართველოს პირველ ელჩად დანიშვნა და წარმატება უსურვა სამომავლო საქმიანობაში.