საქართველოს ელჩმა ლევან გორგაძეს საზეიმოდ გადასცა ტურიზმის საპატიო ელჩის დამადასტურებელი მოწმობა

14.02.2018 იაპონია -იაპონიის ეროვნულ პრეს-კლუბში საქართველოს ელჩის, ლევან ცინცაძის და ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის(ტოჩინოშინის) ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა,რომლის ფარგლებშიც, ელჩმა ქართველ სუმოისტს საზეიმოდ გადასცა ტურიზმის საპატიო ელჩის დამადასტურებელი მოწმობა.

საქართველოს ელჩმა იაპონელ ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის,სპორტული და კულტურული მიღწევებისა და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ.ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში.

ქართველმა სუმოისტმა, პრეს-კონფერენციის ფარგლებში, უპასუხა კითხვებს მისი ოჯახის, მიღწევებისა და საქართველოს შესახებ.იაპონელების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა 2013 წელს მიღბული ტრამვის შემდეგ, ლევან გორგაძის მოულოდნელი დაბრუნება, რომლითაც სუმოისტმა ყველა გააკვირვა.როგორც აღინიშნა, ის განასახიერებს ქართველი მებრძოლის შემართებისა და სამურაის სულისკვეთების გასაოცარ შერწყმას.

პრეს-კონფერენციას იაპონური მედიისა და პრესის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.