საქართველოს ელჩმა ლიეტუვას ქალაქსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის დაძმობილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

 
14.01.2019 ლიეტუვა - 8 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხათუნა სალუქვაძე ლიეტუვის ქ. შიკაიასა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის გაფორმების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ელჩმა  ყურადღება გაამახვილა ლიეტუვასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის რეგიონების დაახლოების მნიშვნელობას საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული მეგობრობის და თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების საქმეში.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა დუშეთის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, შაკიაის მერმა ედგარას პილიპაიტისმა, ლიეტუვის სეიმის წევრმა ირენა ჰაასემ და საქართველოში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი პროფ. ვიდას კავალიაუსკასმა.

ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს აღნიშნულ ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კულტურა, განათლება,  სპორტი, ბიზნესი და ტურიზმი, ასევე ჯანდაცვის და ეკოლოგიის სფეროები.