საქართველოს ელჩმა მიანმარის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

13.08.2019 მაინმარი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლეიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ რწმუნებათა სიგელები გადასცა მიანმარის კავშირის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვინ მინტს. საზეიმო ცერემონია ქვეყნის დედაქალაქ ნაიფიიდოში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
 
საზეიმო ცერემონიის შემდეგ გაიმართა მცირეხნიანი აუდიენცია, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მიანმარს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივები. გამოითქვა იმედი, რომ ელჩის აკრედიტაციის შემდეგ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა.
 
 პრეზიდენტმა მიულოცა ნიკოლოზ აფხაზავას მიანმარში საქართველოს პირველ ელჩად დანიშვნა და წარმატება უსურვა მას სამომავლო საქმიანობაში.