საქართველოს ელჩმა მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

28.09.2017 მალაიზია -  მალაიზიაში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილეს, ბატონ დათო აშრი მუდას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
დათო აშრიმ მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ქ. კუალა ლუმპურში ელჩის მოვლინებისთვის და წარმატება უსურვა საელჩოს მის მომავალ საქმიანობაში.