საქართველოს ელჩმა მელბურნში საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა


1.11.2018 ავსტრალია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ, ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო საკონსულოში, შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნეს, სავაჭრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე ქ. მელბურნში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებთან.
 
საქართველოს ელჩმა, შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკურ, სავაჭრო და ტურისტულ პოტენციალზე პრეზენტაცია წარუდგინა და სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო.

ღონისძიება ქ. მელბურნში (ვიქტორიას შტატი) საქართველოს საპატიო კონსულის, პიტერ მაკმალენის ორგანიზებით გაიმართა.