საქართველოს ელჩმა მის უმაღლესობა ქუვეითის ემირს რწმუნებათა სიგელები გადასცა

22.11.2019 ქუვეითი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითის სახელმწიფოში კონსტანტინე ჟღენტმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა მის უმაღლესობა ქუვეითის ემირს შეიხ საბაჰ ალ აჰმად ალ ჯაბერ ალ საბაჰს.

რწმუნებათა გადაცემის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ემირმა  აღნიშნა რომ ქუვეითი აფასებს ორ ქვეყანას  შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მიესალმება ქუვეითსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის ხაზი გაესვა სავაჭრო ეკონომიკურ და ტურიზმის სექტორში არსებულ თანამშრომლობას.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ქუვეითის ემირს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ქუვეითის ემირმა  თავის მხრივ საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ცერემონიას ქუვეითის მხრიდან ესწრებოდნენ ქუვეითის მთავრობის ოფიციალური პირები.