საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სატრანზიტო თემაზე ბუქარესტში გამართულ დისკუსიაში

7.05.2018 ქ.ბუქარესტი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუქარესტში თურქმენეთის საელჩოს და რუმინეთის დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით: “Creation of modern multimodal transport infrastructure – the key to success in reviving the Great Silk Road”.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია ინფრასტუქტურის სწრაფი განვითარებისკენ და საქართველოს საიმედო სატრანზიტო ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისაკენ. 

დისკუსიის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის და პერსპექტივების თაობაზე.