საქართველოს ელჩმა ნეპალის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

27.02.2018 ქ. კათმანდუ  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ნიუ დელიში, ინდოეთის რესპუბლიკა), არჩილ ძულიაშვილმა ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს,  ბიდჰია დევი ბჰანდარის რწმუნებათა სიგელი გადასცა.
 
ოფიციალური ცერემონიის დასრულებისას, საქართველოს ელჩსა და ნეპალის პრეზიდენტს  შორის ორმხირივი შეხვედრა გაიმართა.  მხარეებმა განიხილეს ორმხრივი კავშირების გაღრმავების პერსპექტივა.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
 
ნეპალში ვიზიტის ფარგლებში,  ასევე შედგა საქართველოს ელჩის შეხვედრები  ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და ნეპალის სავაჭრო პალატისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან.  მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის პერსპექტივებზე.