საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში ხრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

27.05.2019 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ხრონინგენის უნივერსიტეტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
 
დისკუსიის დროს საქართველოს ელჩმა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, საქართველოში მიმდინარე რეფორმების, უსაფრთხოების, ასევე საქართველოსევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, კერძოდ კი ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით საქართველო-ევროკავშირისთანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
 
სტუდენტებთან შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მიერსაერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაზე.
 
ასევე საქართველოს ელჩი სტუდენტებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა.
 
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ორგანიზება გაუწია საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში ერეკლე კოპლატაძემ, რომელიც ხრონინგენის უნივერსიტეტისსამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.