საქართველოს ელჩმა ოლბორგის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

18.10.2018 დანია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში,გიგი გიგიაძემ ოლბორგის უნივერსიტეტში  წაიკითხა ლექცია, სახელწოდებით- „საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპაში“.
 
ლექციის ფარგლებში, გიგი გიგიაძემ  ისაუბრა საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ელჩმა, ასევე მიმოიხილა თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ლექციას  ოლბორგის უნივერსიტეტის განვითარების სწავლებისა და საერთშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.