საქართველოს ელჩმა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

 
1.05.2019 ომანი-  ომანის სასულთნოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა (რეზიდენციით ქ. რიადი) რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დიპლომატიურ საკითხებში, მოჰამედ ბინ ავად ალ ჰასანს. ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე  განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი.
 
მხარეები შეთანხმდნენ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, განსაკუთრებით ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის მიმართულებით. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რუნდი.
 
შეხვედრისას ომანის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.