საქართველოს ელჩმა პარაგვაის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

7.03.2019 პარაგვაი- პარაგვაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესში), ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პარაგვაის რესპუბლიკის  პრეზიდენტს, მარიო აბდო ბენიტესს.
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდა პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუის კასტილიონი.
 
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ასევე შეხვედრა გამართა პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბერნარდინო საგიერ კაბალიეროსთან, რომელთანაც განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
 
6 მარტს, პარაგვაიში საქართველოს საპატიო კონსულის რეზიდენციაში, საპატიო კონსულმა, კონრადო პაპალარდომ, ელჩის პარაგვაის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის აღსანიშნავად, გამართა ოფიციალური მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ პარაგვაის მთავრობის წევრები: მათ შორის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი, ლიზ კრამერი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბერნარდინო საგიერ კაბალიერო, სახელმწიფო პროტოკოლის უფროსი, ელჩი ფედერიკო გონსალესი, პარაგვაის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, დიპლომატიური და საკონსულო კორპუსის, პრესისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '20566')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.