საქართველოს ელჩმა პოლონელი სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა

25.01.2019 პოლონეთი-  პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა , საქართველოს საელჩოში  ვარშავის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. ილია დარჩიაშვილმა სტუდენტებს საქართველოს შესახებ ლექცია წაუკითხა.
 
 ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე  ვითარებაზე.
 
ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე  საქართველოს მიღწევებზე და გატარებული რეფორმების შესახებ.
 
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ.