საქართველოს ელჩმა პოლონეთის წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

18.04.2018 პოლონეთისაქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში,პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის ეკონომიკური სკოლის საგარეო ურთიერთობათა კლუბის ორგანიზებითსაქართველოს საელჩოში გაიმართა ღონისძიება - Action Diplomacy,რომელშიც პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩის ილია დარჩიაშვილის საჯარო ლექცია, თემაზე - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

პროგრამა Action Diplomacy ვარშავის ეკონომიკური სკოლის საგარეო ურთიერთობათა კლუბის ორგანიზებით უკვე მეშვიდედ ტარდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობები.