საქართველოს ელჩმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

17.04.2018 პოლონეთი- პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან, იაცეკ ჩაპუტოვიჩთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთიერთობებს,ასევე განხილული იქნა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების  პერსპექტივები.  მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და ქვეყნის განვითარების მიზნით გატარებული რეფორმების შესახებ, აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
 
იაცეკ ჩაპუტოვიჩმა დაადასტურა პოლონური მხარის მზაობა, გააგრძელოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა პოლიტიკურ ფორმატებში და გაიზიაროს საქართველოს წარმატებული გამოცდილება სხვადასხვა სფეროში.