საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტს

8 ოქტომბერს, სუარესის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ურუგვაიში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესში) ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტს, ტაბარე ვასკესს.

ცერემონიას ესწრებოდა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი როდოლფო ნინ ნოვოა. რწმუნებათა სიგელების ასლი საქართველოს ელჩმა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს 2018 წლის მაისში გადასცა.