საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილეს გადასცა

19.09.2019. უკრაინა - უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, საკითხები შავ ზღვასა და რეგიონის უსაფრთხოების და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ვიზიტების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ვოლოდიმირ შკუროვი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის უფროსი ოლგა ჩუბრიკოვა და მეორე ევროპული დეპარტამენტის თანამშრომელი ირინა კოზიკი.
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '22746')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.