საქართველოს ელჩმა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ინდონეზია-საქართველოს ელჩმა ირაკლი ასაშვილმა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის (ASEAN) გენერალურ მდივანს  ლიმ ჯოკ ჰოის რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ, გაიმართა ელჩის და გენერალური მდივნის  შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ASEAN-ს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითრების პერსპექტივებზე.

საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. თავის მხრივ, გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა,რომ ASEAN-ი მხარს უჭერს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას  და გაღრმავებას. გენერალურმა მდივანმა ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.