საქართველოს ელჩმა სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელები გადასცა

10.04.2018 ქ.აპია - საქართველოს ელჩი, გიორგი დოლიძე ( რეზიდენციით ქ.კანბერა) სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურს, მის უმაღლესობა ტუიამალეალიიფანო ვაალეტოა სუალაუვი II-.

ქ. აპიაში,სახელმწიფო მეთაურის რეზიდენციაში გაიმართულ ოფიციალურ ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში, მისმა უმაღლესობამ დაადასტურა სამოას მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, შეხვედრა გამართა სამოას დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, მ.ა. ტუილაეპა ლუპესოლიაი სალიელე მალიელეგაოისთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. სამოას პრემიერ-მინისტრს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. თავის მხრივ, სამოას პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა და საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს თანადგომის გაგრძელების მზადყოფნა გამოხატა. 

სამოაში ვიზიტისას, საქართველოს ელჩი, ასევე შეხვედრებს გამართავს პარლამენტის სპიკერთან და ქ. აპიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.