საქართველოს ელჩმა საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართა

4.07.2018 ქ. ათენი -  საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  იოსებ ნანობაშვილმა ათენის სამრეწველო-სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების შესახებ მორიგი პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრაზე ელჩმა ყურადღება გაამახვილა  საქართველოში ინვესტორებისათვის არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე. ელჩმა, ასევე ისაუბრა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის სფეროში ბიზნესის წარმოების შესახებ.
 
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ბერძნულმა კომპანიამ ქართულ მხარესთან კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბერძნული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.