საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთის მეფეს რწმუნებათა სიგელი გადასცა

18.03.2019 საუდის არაბეთი - საუდის არაბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა  რწმუნებათა სიგელი გადასცა ორი წმინდა მეჩეთის მფარველს, საუდის არაბეთის მეფეს, მის უდიდებულესობა სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს.
 
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა, რის შემდეგაც ინტენსიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები პოლიტიკური, ეკონომიკური, მათ შორის ტურიზმისა და ინვესტიციების მიმართულებით.
 
თბილისში საუდის არაბეთის საელჩო  2018 წლის ბოლოდან ფუნქციონირებს.